ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3609 ნახვა

 საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას მიაწოდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი