თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა. სააპელაციო სასამართლოს ოთხმა სუბიექტმა დამოუკიდებელი საჩივრებით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა, თიანეთის მე-20 უბნის შედეგები გაბათილებინა. ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელიც მეჭიაურის ინტერესებს იცავს.