ქედაში 23 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, ორი კაშხალი აშენდება. ერთი მერისის ხეობაში, მდინარე აკავრეთაზე, ხოლო მეორე აკავრეთას შენაკადზე, ლოდნარზე მოეწყობა.
ლოდნარიდან წყალი გვირაბით სოფელ გუნდაურში, ჰესის შენობაში უნდა შევიდეს. მერისის ხეობაში ჰესს, მშენებელი კომპანია, “ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ"-ის პროექტის მიხედვით ააშენებს. პროექტის მიხედვით, აშენდება 3 კილომეტრისა და 600 მეტრი სიგრძის გვირაბი.