მანდარინის კრეფა აჭარაში აქტიურად ნოემბრის ბოლოს დაიწყება, მანამდე კი ფერმერები საადრეო ჯიშის მოსავალს იღებენ, თუმცა სახელწოდების მიუხედავად წელს მანდარინის დამწიფება დაგვიანდა. ამბობენ, რომ მოსავლის ნაწილი გაზაფხულის ყინვამ დააზიანა.
ფერმერები შარშანდელტან შედარებით წელს განახევრებულ მოსავალს Eელიან. ნაწილმა უკვე დაკრიფა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა. პარალელურად “აგროსერვის ცენტრი” განაგრძობს ნერგების შეღავათიან ფასში გაცემას. ფერმერების ჩართულობით სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა სამინისტრომ შარშან დაიწყო.