გამგეობების ახალი სტრუქტურა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2957 ნახვა

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში გამგებლებს მერები ჩაანაცვლებენ. ცვლილება თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ახალი თვითმმართველობების შეკრებისას შედის.

ცვლილება მხოლოდ სტატუსის დეფინიციას ეხება და სხვა სტრუქტურულ გადაადგილებას არ გულისხმობს. საკრებულომ უნდა მიიღოს ახალი დებულებები, სადაც გამგებლის ნაცვლად მერი ჩაიწერება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ახლად არჩეულ მერებს სამსახურის უფროსების დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებაც არ ექნებათ. ახლადარჩეული მერები მას შემდეგ შეუდგებიან საქმიანობას რაც საოლქო კომისიები შემაჯამებელ ოქმებს გამოაქვეყნებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი