„კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ – ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენციას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მასპინძლობს. მიზანი კულტურისა და ხელოვნების კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობაა.
კონფერენციაში 99 მკვლევარი მონაწილეობს, მათ შორის 21 უცხოელი. კონფერენცია აჭარის განათლების, სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.