ხვალიდან აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამვლა იწყება

17 ოქტომბერი 2017, 00:00 3418 ნახვა

ხვალიდან აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამვლა დაიწყება. სამუშაოებში 22 სპეციალური ტექნიკა ჩაერთვება. დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ სამუშაოებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის ინფორმაციით, 13 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურების შესყიდვისთვის 300 ათასი ლარი გამოიყო. ავთანდილ მესხიძის ინფორმაციით, რეგიონში სრულიად  უსასყიდლოდ დამუშავდა თხილის პლანტაციები სულ 3 ათას 106 ჰექტარი. ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით 87 სოფელში 425 “მწერის დამჭერები” დამონტაჟდა.  მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, კი რეგიონი 45-მდე სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში