2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

15 ოქტომბერი 2017, 00:00 1703 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის სოციალურ საჭიროებაზე არის მორგებული. კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია. 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 2018 წელს დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომავალი წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. თანხები 2017 წელთან შედარებით, 112 მილიონი ლარით იზრდება. 572 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი ექნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 62.6 მილიონი ლარით იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება.  დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით უმცირდებათ თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი