კონსტიტუცია ხელმოწერის მოლოდინში

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2346 ნახვა

მოაწერს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხელს კონსტიტუციურ კანონს ამ დრომდე უცნობია. კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ხელმოწერა არ იქნება ამ მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანომ არ გაიზიარა და ვეტო დაძლია. ვენეციასთან შეთანხმებული ორი საკითხი: 2024 წლიდან და ბლოკების დაშვება, ღიად დარჩა.

მმართველი გუნდი გეგმავს ამ ორ საკითხზე ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში შეიტანოს. საპარლამენტო ოპოზიცია დოკუმენტს არალეგიტიმურს უწოდებს. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ კონსტიტუცია არის თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი ერთპარტიულია. ვეტოს დაძლევის პროცედურაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ მიიღო. კრიტიკული იყო "ევროპული საქართველო",  ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი" განხილვას არ დასწრებია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი