ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური ანგარიში

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2732 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში  28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა, მათ შორის 22 პოლიტიკური გაერთიანება, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

თამარ ჟვანიას განცხადებით, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, პროექტი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი'' განახორციელა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი