”მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში” - ჯეიმს აპატურაი

12 ოქტომბერი 2017, 00:00 4210 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მეორე დღეა ბათუმში იმყოფება. ჯეიმს აპატურაი  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. მისი თქმით, როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია.

დღეს  ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს,  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და  თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ქართველ ხალხს ავღანეთში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი ლევან იზორია. ეს წარმატებული რეფორმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ“ - ამბობს აპატურაი.

უცხოელი დიპლომატი ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი