პრეზიდენტის ვეტო

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2144 ნახვა

დაძლევს თუ არა საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის ხვალ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს, რომლის ჩატარებასაც საკანონმდებლო ორგანო  13 ოქტომბერს გეგმავს. მართველი პარტია მოტივირებული შენიშვნების ნაწილს იწუნებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს. ოპოზიცია კი სრულად იზიარებს პრეზიდენტის შენიშვნებს.

პრეზიდენტის 6 მოტივირებული შენიშვნიდან პირველი ოთხი ბონუსების სისტემის გამუქება, ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის საკითხებს ეხება. დანარჩენი ორი საკითხი, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება, არის უთანხმოების მიზეზი. გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო პროექტს ვეტო გუშინ დადო. მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში გუშინვე გადაიგზავნა.

ამავე კატეგორიაში