ბათუმის საქალაქო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის #1 საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის წევრი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მასაც საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის #1 საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის წევრი პარტიის კანდიდატთა ფლაერებს მოქალაქეებს ურიგებდა. ვიდეო - მასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.