წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს საქართველოდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს. გასულ კვირას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია. მასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.