იაპონიის ცაზე, ზღაპრული ღრუბელი სახელწოდებით ,,გველი“ გამოჩნდა

06 ოქტომბერი 2017, 00:00 5635 ნახვა

იაპონიაში ნიიგატის პრეფექტურის მცხოვრებლები უცნაური ბუნებრივი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. ელჭექის დროს, ქალაქის თავზე გამოჩნდა ღრუბელი, რომელიც ზღაპრულ სამყაროში არსებულ ,,მფრინავ გველს“ ჰგავდა.

განცვიფრებულ თვითმხილველებს თვალწინ ცნობილი ანიმაციური ფილმი ,,მოჩვენების მიერ გატაცებულნი“ წარმოუდგათ, რომლის ერთ-ერთი გმირიც მფრინავ თეთრ დრაკონად გადაიქცა. იაპონიასა და ჩინეთში მსგავს მითიურ არსებებს ძალიან დიდ პატივს სცემენ.

მეტეოროლოგების აზრით კი აღნიშნული ღრუბლები წვიმის წვეთისა და კუმულუსის სახეობის ღრუბლების მიერ წარმოიქმნა, ხოლო მისი წაგრძელებული ფორმა ქარის ზემოქმედების შედეგია.

წყარო - www.msn.com - weathernews. www.gismeteo.com

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი