არჩევნების გენდერული პოლიტიკა

02 ოქტომბერი 2017, 00:00 1883 ნახვა

როგორც ნახეთ, გასული არჩევნების დროსაც ქალების რაოდენობა საარჩევნო პლაკატებზე შესამჩნევად მცირეა - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით საქართველოს 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილი უჭირავს – ასეთია შედეგი გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით.

“თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკის“ თემაზე საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს მორიგი საჯარო დებატები გამართა. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში სულ 18 ქალი პარლამენტარი იყო, ხოლო 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში, ქალთა რაოდენობამ 150 დეპუტატიდან მხოლოდ 24 შეადგინა. ქალთა დაბალი წარმომადგენლობა განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებსა და თვითმმართველ ერთეულებში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში 18 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი