NDI-ს ანგარიში

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2019 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კი ზოგადად ქვეყანაში არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას. NDI –მ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ.

“ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრებას შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს“,- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი