,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქმე ეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის რეგიონის მთავრობისთვის გადაცემას. მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით, ხოლო სანაპირო ზოლის ნაწილს 49 წლიანი იჯარით გადასცემს.
მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ საკრებულომ კანონი დაარღვია, რადგან გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ორი მესამედის, ანუ 17 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა 11 ხმით მიიღო. საკრებულოს იურისტის პაატა შარაძის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა, რადგან დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს არა ქონების გასხვისებას, არამედ მთავრობისთვის გადაცემას.