მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2511 ნახვა

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია.

მთავრობამ საკანონმდებლო უწყებას ახალი კანონპროექტი 30 სექტემბერს გადაუგზავნა. მომავალ წელსაც ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ. დაფინანსება უმცირდება თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი