პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსულტაციებს სთავაზობს

27 სექტემბერი 2017, 00:00 2026 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მითითებები ქვეყნის პრეზიდენტს. პირველად ამ მოწვევის პარლამენტის მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის მიღებულ პროექტზე ვეტოს დადებას სთავაზობს, მიზნად კი ვენეციის კომისიისთვის მიცემული დაპირების შესრულებას ასახელებს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

ამ შემთხვევაში კობახიძის განცხადებით, საჭირო აღარ გახდება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ცვლილება პროექტში მალევე აისახება. ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო განხილვებში ჩართული პარტიების, მათ შორის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კონსულტაციებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ეპატიჟება. მმართველი გუნდი კი მარგველაშვილს შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი