შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებენ

27 სექტემბერი 2017, 00:00 3396 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებენ. შემოსავლების სამსახური საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს მიმართავს ინტერნეტის საშუალებით აზიის, აფრიკის ან აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის შესყიდვისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პარტნიორის როგორც სამართლებრივი სტატუსი ასევე საიმედოობა გადაამოწმონ.

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და არ შეესაბამება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი