მარინა დარჩიძის საქმის განხილვა  სასამართლოში გაგრძელდება

26 სექტემბერი 2017, 00:00 2089 ნახვა

სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ მარინა დარჩიძის საქმის განხილვა  სასამართლოში გაგრძელდება. გადაწყეტილება   შუახევის საოლქო საარჩევნო    კომისიამ დღეს მიიღო. კომისიამ პედაგოგი სამართალდამრღვევად ცნო. ოლქში აცხადებენ, რომ მასწავლებელმა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლი დაარღვია რომელიც  აკრძალულ ადგილებში საარჩევნო აგიტაციას გულისხმობს, რაც    1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.  

რა სახის სანქცია დაეკისრება მარინა დარჩიძეს და დარჩება თუ არა  იგი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, გადაწყვეტილებას სასასამართლო სავარაუდოდ ერთ თვეში მიიღებს.  დღევანდელ სხდომას შუახევში  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის„ წევრი ესწრებოდა.  შეგახსენებთ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, ბავშვებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. 

ამავე კატეგორიაში