საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26 სექტემბერი 2017, 00:00 3658 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.  ბრალდებულის სახით,  სამი პირი კი პასუხისგებაში მისცეს.
საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით მოქალაქეები  ცდილობდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში  დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები გადაეტანათ. მათი საბაჟო ღირებულება ჯამში 36 ათას 536 ლარს  შეადგენდა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ კიდევ ერთმა პირმა საბაჟო - გამშვები პუნქტი  „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე   დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 16 ათას  390 ლარს შეადგენდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი