სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში

25 სექტემბერი 2017, 00:00 3634 ნახვა

  სტიქიიდან მესამე დღე ქობულეთში. სოფლებში აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა. გაიწმინდა შიდა გზა. ჯერ ისევ პრობლემად რჩება 12 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა, სადაც ამ დრომდე  მეწყერია ჩამოწოლილი.

თუ რამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა და რამდენად უსაფრთხოა აქ  ცხოვრება,  საკითხს დილიდან გეოლოგები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება დამეწყრილი ოჯახების განსახლების საკითხი. სტიქიის ზონიდან 6 ოჯახი უკვე გაასახლეს.

ქობულეთი მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია მიეწოდება.  შეზღუდვებია მხოლოდ წყალმომარაგებაში. უხვი ნალექის გამო პრობლემების სათავე ნაგებობას შეექმნა და  ბუკნარსა და ციხისძირში 670 აბონენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი