მექსიკის სანაპიროსთან ახალი, 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარადეონიდან 48 კილომეტრში, 74.2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ამ კვირაში მექსიკაში მომხდარმა მიწისძვრამ მიწისძვრამ 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.