საარჩევნო დავების საკითხებზე ბათუმში სემინარი გრძელდება. კონფერენცია სამართლის საკითხებში გუშინ დაიწყო. შეხვედრას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველი და უზენაესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, ასევე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ესწრებიან.
ორი დღის განმავლობაში ევროპელი და ქართველი მოსამართლეები საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. დაინტერესებულ პირებს ცესკოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრაზე საარჩევნო დავები წინა წლებთან შედარებით შემცირებული რაოდენობა გამოიკვეთა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სემინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დავების ეფექტური გადაჭრისთვის