ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის კორექტირების საკითხს განიხილავენ. ოთხმა კომპანიამ სემეკში, საწარმოო ტარიფის კორექტირების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა. დღეს ასევე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და „მტკვარი ენერჯის“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილება. კომპანიებისთვის ვადები განისაზღვრება, რა დროშიც ისინი ახალი ტარიფის დაანგარიშებას შეძლებენ. საუბარია არა სამომხმარებლო, არამედ კომპანიებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე.
კომისიის წევრები თბოელექტროსადგურებისთვის მიმდინარე წელს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების საკითხს განიხილავენ. საქართველოში ასეთი სულ ოთხი თბოელექტროსადგურია.