ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ქრთამის აღებაშია ბრალდებული. ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის განცხადებით, ქრთამის აღებაში ბრალდებული პირი ორი დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებს მერიის შენობაში არ აუყვანიათ და ის ქუჩაში დააკავეს.
მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რომელ საქმეს უკავშირდება დაკავება და რა ოდენობის თანხა აიღო საჯარო მოხელემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციას დაკავების შესახებ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.