პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

08 დეკემბერი 2025, 10:21 129 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული ს.ი. ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

"სამართალდამცველებმა ს.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში