სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა.
ერთ-ერთი მათგანი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით საქართველოდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში თანხის სანაცვლოდ თურქეთში უკანონოდ გადაჰყავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ასევე დააკავეს ბრალდებულის სახით.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
