დღეიდან პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას იწყებს

08 დეკემბერი 2025, 11:44 115 ნახვა

უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ. საკანონმდებლო პაკეტზე  განათლების კომიტეტში იმსჯელებენ. განათლების სამინისტროს მიერ დაინიცირებული რეფორმით, მომავალი წლიდან ქვეყანაში საგრანტო დაფინანსების მოდელი აღარ იქნება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე კი სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა.

ცვლილებები არ ეხებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ.  ასევე ცვლილების მიხედვით, უნივერსიტეტებში სწავლება 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. რაც ბაკალავრის სტატუსის მისაღებად 4-ის ნაცვლად სამ წლიან სწავლას გულისხმობს.

რეფორმის დეტალებს განათლების კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია წარუდგენს.

პარლამენტი, განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში