შენ ისევ, ისეთი მშვენიერი ხარ" - პოლიციელების სტუმრობა 94 წლის ბებია გიდთან

20 სექტემბერი 2017, 00:00 4131 ნახვა

გასულ კვირას, რეიჩელ კოპლენდი თავისი 94 წლის ბებია გიდის მდგომარეობის გამო შეწუხებული იყო. ბებია ფლორიდის შტატში ცხოვრობს, სადაც ქარიშხლის შედეგად სტიქია მძვინვარებდა.  რეიჩელი, იმ დროისათვის  ფლორიდაში არ იმყოფებოდა და ვერც ოჯახის წევრთან დაკავშირებას ახერხებდა. ის ფეისბუქის საშუალებით ადგილობრივ პოლიციას დაუკავშირდა. მიიღო დაპირება რომ სამართალდამცევლები უახლოეს საათებში ბებიას მოინახულებდნენ. 

ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, მართლაც ძალიან სწრაფად მივიდნენ გიდთან და დარწმუნდნენ, რომ ის უსაფრთხოდ იყო. ,,თქვენ ჩემი გმირები ხართ“, ეს იყო გაოცებული ბებოს კომენტარი. გიდი იხსენებს, როდესაც კართან პოლიციის  თანამშრომლები დაინახა  დაიბნა და შეშინდა.  მას შემდეგ რაც,  მათი სტუმრობის მიზეზი გაიგო, კეთილ ადამიანებს უამრავი თბილის სიტყვა უთხრა. 
,,ბედნიერები ვართ, რადგან ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება შევძელით“ - ამბობენ  პოლიცის თანამშრომლები.  ისინი 94 წლის გიდს ერთი კვირის შემდეგ ისევ ესტუმრნენ.

(წყარო: www.nbc4i.com. www.clearwaterpolice.org – U.S Police Department)

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი