ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე ევროპაში ამერიკული კუთხეების ათეულში შევიდა. ამჟამად აქ ინგლისური ენის შემსწავლელი და სტარტაპის ბიზნესის მომზადების პროგრამები უფასოდ მიმდინარეობს.
პროექტს ამერიკის საელჩო აფინანსებს. რომლის ინიციატივითაც ამერიკულ კუთხეში ტრენინგ-სემინარი გაიმართა. შეაჯამეს 9 თვის მუშაობის შედეგები. სემინარის ბოლოს ბათუმის ამერიკული კუთხე, როგორც საუკეთესო ორგანიზაცია სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.