24 ივნისიდან 3 დღით გაზის მიწოდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შეუწყდებათ. გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. შეზღუდვა ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება. აჭარის მთავრობა და სოჯარ ჯორჯია გაზი თხოვნით მივმართავს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16-114.