„დავასუფთავოთ მსოფლიო“-კამპანიის ფარგლებში დღეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ბათუმის ზღვისპირა ზოლი დაასუფთავეს. მათ მყარი ნარჩენებისაგან ბენზე - ბარცხანის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
აქციაში, ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და საზღვაო აკადემიის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მსოფლიო დასუფთავების კამპანიას საფუძველი 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ჩაეყარა, საქართველო კი მას 2010 წელს შეუერთდა.