მის და მისტერ პლანეტას შესარჩევი კონკურსი

14 სექტემბერი 2017, 00:00 2236 ნახვა

ბათუმში  „Miss & Mister Planet“-ა მიმდინარეობს. სილამაზის კონკურსის ფარგლებში ნაციონალური სამოსის და საცურაო კოსტიუმების ჩვენება, ასევე ტალენტ-შოუ უკვე გაიმართა, 16 სექტემბერს კი ფინალური ღონისძიებაა დაგეგმილი. მსოფლიო სილამაზის კონკურსის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან თანხა ბათუმის მერიამ გამოყო. ჯამში მსგავს კონკურსებში წელს მერიამ უკვე დახარჯა 91 ათასი ლარი.

თუმცა ეს ყველაფერი არაა, მერია თანადამფინანსებელია კიდევ ერთი კონკურსის, ამჯერად “მის საქართველოს” გამოსავლენად დაიხარჯება ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი, ამ კონკურსისთვის ფულს აჭარის მთავრობაც დახარჯავს, უფრო კონკრეტულად კი განათლების სამინისტრო, რომელსაც ღონისძიებისთვის 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი