მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე მსჯელობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობასთან, ტრანსპორტის, არქიტექტურისა პრობლემებისა და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციაში 8 ქვეყნის 250 პროფერსორ- მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობს. ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენერგეტიკის სამინისტრო და რამდენიმე საერთშორისო უნივერსიტეტია.