გუჩმანიძეების ოჯახში მე-9 შვილი დაიბადა. ახალშობილი გოგონაა. მედიკოსების ინფორმაციით, მე-9 შვილის დაბადება რეგიონში იშვიათი შემთხვევაა. ახალშობილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩნდა.
ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ისინი ხელვაჩაურში, მეჯინისწყლის დასახლებაში ცხოვრობენ. ახალშობილი მეექვსე გოგონაა, მათ ასევე 3 ვაჟი ჰყავთ.