“ნოდულარული დერმატიტი”-ახალი ვირუსი

10 სექტემბერი 2017, 00:00 3841 ნახვა

“ნოდულარული დერმატიტის” შემთხვევა აჭარაში. დაავადების კერა ხულოს მუნიციპალიტეტში, სარიჩარში დაფიქსირდა, რამდენიმე დღეში კი შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გავრცელდა. სამივე ლოკაციაზე ვაქცინაცია დაიწყო.  დაავადება, რომელიც აჭარაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, განსაკუთრებით საშიშ ვირუსულ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება.

სიმპტომურად ის მაღალი ტემპერატურითა და კანზე გამონაყარებით ხასიათდება და მძიმე ფორმების შემთხვევაში, ცხოველის დაღუპვასაც იწვევს. აღინიშნება მხოლოდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და არ გადადის ადამიანზე, თუმცა ვრცელდება მწერების საშუალებით, რაც მისი არეალის სწრაფად გაფართოებას უწყობს ხელს. როგორც გადაცემაში “მთავარი აჭარაში” სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, დაავადება პირველად, შარშან, კახეთში დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოს მასთან ბრძოლისათვის საკმარისი რესურსი გააჩნია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი