დღეს მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მეჩეთებში ლოცვა ჩატარდა. მუსლიმებს ბაირამი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე სახალხო დამცველმა მიულოცა.
მრევლი, ბათუმში კვლავ ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.