აფეთქებით დაზარალებულები დახმარების მოლოდინში

21 აგვისტო 2017, 00:00 2178 ნახვა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით ზარალის დათვლა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.  რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ დაზარალებულებს სავარაუდოდ საცხოვრებელ სახლებს ადგილზე აუშენებენ, რადგან ეს მათი სურვილია. 

მოქალაქეებმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ დაპირების მიუხედავად დღეს ტერიტორიაზე ექსპერტები არ მისულან და მათი ინფორმაციით არც ზარალის დათვლაა დაწყებული. შეგახსნებთ, გაზგასამართი სადგური ხუთი დღის წინ აფეთქდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა 2 საცხოვრებელი სახლი, ნაწილობრივ დაინგრა კიდევ ორი, სამი ავტომანქანა კი დაიწვა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, დამატებით დეტალებს, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში