ქალი, რომელსაც თამარის დასახლებაში მატარებელი დაეჯახა დღეს დილით გარდაიცვალა. ის 5 დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობით, ხელოვნურ სუნთქვაზე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.