დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15 აგვისტო 2017, 00:00 3749 ნახვა

ამ დრომდე  მძიმეა სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის თავის მძიმე ტრავმით კლინიკაშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

თამარის დასახლებაში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე  სატვირთო მატარებელი  40 წლამდე ქალს  დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის დაჯახების დროს ლიანდაგზე იდგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში