გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატის თქმით, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო, გზა გახსნილია და რაიმე სპეციალური რეჟიმის შემოღებას სააგენტო აღარ გეგმავს.
ასევე სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ამალი-დევდორაკის ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფის გამო გუშინ მცხეთა- სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ქვეითების გადაადგილება შეიზღუდა.