გიორგი მღებრიშვილის განცხადება

15 აგვისტო 2017, 00:00 2253 ნახვა

“სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. შს მინისტრი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებს აგორებულ ანტიპიარს უწოდებს.
 

მღებრიშვილის თქმით, მას პრობლემა არ აქვს ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს. შეგახსენებთ, Страна.ია-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერებისვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება.

აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოში ჩანს,  თითქოს გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი