საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი – 3 წლის წინ მიღწევად მიჩნეული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. რატომ დადგა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის დღის წესრიგში ეს საკითხი? უმრავლესობის წევრმა ილია ვერძაძემ, ჯერ გვითხრა, რომ სტატუსის შესახებ მსჯელობენ, მოგვიანებით კი უარყო.
ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრისგან განსხვავებით მსჯელობის დაწყებას არ ადასტურებენ მმართველი გუნდის სხვა წევრები. გია ცინცქილაძის ინიციატივას, ტელევიზიის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებისა და შესაბამისად, რეგიონულ დაფინანსებაზე გადასვლის შესახებ, ნაწილობრივ მხარს უჭერს “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო.”