19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება.
მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.