მირქმის სახელობის ტაძრის კურთხევა გაიმართა გუშინ ბათუმში. ახალდაშენებული ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის მიტროლპოლიტმა დიმიტრიმ აკურთხა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ე.წ. ჭაობის დასახლებაში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე მირქმის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, 4 წლის შემდეგ კი ის ამოქმედდა. მისი კურთხევა სიმბოლურად ამაღლების დღესასწაულის წინა დღეს გაიმართა.