აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ აშშ-ში

09 აგვისტო 2017, 00:00 3013 ნახვა

„რუსეთი ოკუპანტია“ , „პუტინი უნდა გააჩერონ“ ამ და სხვა შინაარსის შემცველი ტრანსფარანტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს. ისინი ნიუ-იორკში, გაერო-ს შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლის თარიღთან დაკავშირებით, გამართულ აქციაზე ქართველებთან ერთად აშშ-ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. აქციაზე  შესრულდა საქართველოს ჰიმნი. გაერო-ს შენობასთან გამართული აქციის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალა მათ  სოციალურ ქსელში განათავსეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი