პრემიერ-მინისტრის განცხადება

09 აგვისტო 2017, 00:00 1949 ნახვა

ოპერატიული მუშაობისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მეხანძრეებსა და მაშველებს  პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის.

,,მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში